02:44 - 05 Jul, 2026
|
2024-10-02 12:33:18, 563 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტმა ჰომოფობიურ კანონპროექტთა პაკეტს ხელი არ მოაწერა და პარლამენტს დაუბრუნა
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჰომოფობიურ კანონპროექტთა პაკეტს, სახელწოდებით „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ ხელი არ მოაწერა და პარლამენტს დაუბრუნა. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს, კანონპროექტს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ ახლავს, რაც ნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილმა კანონპროექტს არც ხელი მოაწერა, მაგრამ არც ვეტო დაადო. პაკეტს ხელს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მოაწერს, რისთვისაც მას 5-დღიანი ვადა აქვს. შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა, ჰომოფობიური კანონპროექტი, სახელწოდებით „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ", მესამე მოსმენით 17 სექტემბერს დაამტკიცა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)