|
2024-09-20 11:47:25, 502 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა - ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალა, რომელიც ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია
“ოცნების“ წევრები, ფიზიკურად გაუსწორდნენ “ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტის წევრს, ანი წითლიძეს და ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს - თავდასხმაში მონაწილეობდა “ქართული ოცნების“ თანამშრომელი თეონა ქარდავა, მითითებებს იძლეოდნენ "ოცნების" წევრი გია სალია, საკრებულოს წევრი თაზო ფაცაცია და მათთან დაკავშირებული პირი - დიმა გოგოხია. თვითმხილველების მტკიცებით, თავდამსხმელები ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ,- ამის შესახებ “ერთიანი - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, “ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც ისინი ქალაქ ზუგდიდში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოქალაქეებს ხვდებოდნენ და საქართველოს ევროკავშირის პასპორტს არიგებდნენ, სადაც გაწერილია კონკრეტული სიკეთეები, რასაც საქართველოს მოქალაქეები მიიღებენ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ - ეს მაშინ, როდესაც “ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში საქართველოს უვიზო მიმოსვლის დაკარგვის საფრთხე ემუქრება. “12 წელი ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალა, რომელიც წინასაარჩევნოდ მთავარ დაპირებად “ოპოზიციის“ განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას - მათ შორის ქალებს - ფიზიკურად უსწორდება - უკვე დამარცხებულია. ივანიშვილის მარცხი გარდაუვალია 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე. ამავდროულად, მნიშვნელოვანია საერთო ეროვნული კონსოლიდაცია, საზოგადოებაში და პოლიტიკურ სპექტრში“,- განაცხადა ბოკუჩავამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)