|
2024-09-20 10:16:51, 409 ნახვა
პოლიტიკა
მილერი - ანტიდემოკრატიული ქმედებებითა და მოწყვლად ჯგუფებზე ზეწოლით საქართველო ევროატლანტიკურ ინტეგრაციას შორდება
ანტიდემოკრატიული ქმედებებით, ასევე მოწყვლად ჯგუფებზე ზეწოლით საქართველო შორდება ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ თავის გაცხადებულ სურვილს და ხალხის აშკარა ნებას,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა. მეთიუ მილერს ჟურნალისტმა, ალექს რაუფოღლუმ კითხა - “საქართველოსთან დაკავშირებით არაერთხელ გვისაუბრია რუსული კანონის შესახებ, თუმცა არსებობს კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივა, მოსკოვის კანონმდებლობის ასლი, რომელსაც “ოჯახური ღირებულებების კანონი“ ეწოდება. უკვე ვნახეთ, რომ ის მიიღეს და რეალური შედეგებიც დადგა. ორი დღის წინ ტრანსგენდერი ქალი მოკლული იპოვეს. რა რეაქცია გაქვთ ამაზე? - რაზეც მილერმა აღნიშნა: “როგორც ვიცი, კანონი ჯერ სრულად არ ამოქმედებულა და კითხვები არსებობს მისი საბოლოო სტატუსის შესახებ - გახდება თუ არა ის კანონი. მაგრამ, როგორც უკვე თვეებია, ვამბობთ, ანტიდემოკრატიული ქმედებებით, ასევე მოწყვლად და მარგინალიზებულ ჯგუფებზე ზეწოლით საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ გაცხადებულ სურვილსა და ხალხის აშკარა ნებას შორდება. ეს კანონი სწორედ ამ ტენდენციის გაგრძელებაა“.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)