11:05 - 25 Jun, 2026
|
2024-09-19 11:27:53, 329 ნახვა
საზოგადოება
ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet 2025 წლიდან თბილისში ლონდონიდან, ჟენევიდან და მილანიდან პირდაპირ ფრენებს შეასრულებს
ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet, 2025 წლიდან, საქართველოს ავიაბაზარზე შემოდის - პირდაპირი ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ლონდონიდან, ჟენევიდან და მილანიდან კვირაში ორ-ორი სიხშირით შესრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, პირველი ავიარეისი ჟენევიდან თბილისის მიმართულებით 2025 წლის 31 მარტს შესრულდება, ხოლო 1-ლი აპრილიდან პირდაპირი ფრენები ლონდონისა და მილანის მიმართულებით დაიწყება. მათივე ინფორმაციით, ბრიტანული მულტინაციონალური ლოუქოსთი easyJet 29 წლის წინ დაფუძნდა და დღეისათვის 35 ქვეყნის 1 000-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს. ავიაკომპანიის სათაო ოფისი ლონდონის ლუტონის აეროპორტში მდებარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)