17:37 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-19 14:43:01, 418 ნახვა

პოლიტიკა
თამარ სანიკიძე: გუნდში არავითარი დაპირისპირება არ არის

არავითარი დაძაბულობა და არავითარი დაპირისპირება კოალიციაში არ არის და არც არავინ გეგმავს კოალიციის დაშლას, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრმა კომენტარი მმართველი გუნდის წევრის გოგი თოფაძის განცხადებებზე გააკეთა.

როგორც სანიკიძემ აღნიშნა, კოალიციის ყველა წევრმა მოახდინა გოგი თოფაძის განცხადებებზე რეაგირება.

"გოგი თოფაძის მხრიდან რამდენჯერმე განცხადება გაკეთდა. ეს არ იყო პირველი და ბოლო განცხადება. თითოეულ განცხადებაზე, ყველას ჩვენი რეაგირება გვქონდა და ყოველ ჯერზე ვამბობთ, რომ როდესაც ერთამნეთზე ვსაუბრობთ, მითუმეტეს კოალიციის შეგნით მეტი დაფიქრება გვმართებს.

სანიკიძეს თქმით,  კოალიციის წევრები არ უნდა მოიქცნენ ისე, რომ საზოგადოებაში კითხვის ნიშნები გაჩნდეს.

"არავითარი დაძაბულობა და არავითარი დაპირისპირება კოალიციაში არ არის და არც არავინ გეგმავს კოალიციის დაშლას", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე დავით ქაშიაშვილი დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics