23:56 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-21 14:53:18, 479 ნახვა

მსოფლიო
მედვედევი - მტრის სრულ განადგურებამდე აღარანაირი მოლაპარაკებები არ იქნება

არაუფლებამოსილი შუამავლების უსაქმური ყბედობა მშვიდობის თემაზე დასრულებულია, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი „ტელეგრამარხში“ წერს.

მედვედევის თქმით, "მტრის სრულ განადგურებამდე აღარანაირი მოლაპარაკებები არ იქნება".

"ჩემი აზრით, ბოლო დროს, თუნდაც თეორიულად, თუმცა არსებობდა ერთი საფრთხე - მოლაპარაკებების ხაფანგი, სადაც ჩვენი ქვეყანა, შესაძლოა, მოხვედრილიყო გარკვეულ გარემოებებში. კერძოდ, იგულისხმება საერთაშორისო საზოგადოების მიერ შეთავაზებული და კიევის რეჟიმისთვის თავს მოხვეული ნაადრევი არასაჭირო მოლაპარაკებები მშვიდობაზე, გაურკვეველი პერსპექტივებითა და შედეგებით.

კურსკის ოლქში ნეონაცისტების მიერ ტერორიზმის აქტის განხორციელების შემდეგ ყველაფერი თავის ადგილას დადგა. არაუფლებამოსილი შუამავლების უსაქმური ყბედობა მშვენიერი მშვიდობის თემაზე დასრულებულია. ახლა ყველას ყველაფერი ესმის, თუნდაც ხმამაღლა არ საუბრობდნენ. ესმით, რომ მტრის სრულ განადგურებამდე აღარანაირი მოლაპარაკებები არ იქნება", - წერს მედვედევი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics