12:45 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-19 10:31:39, 610 ნახვა

საზოგადოება
უცხოეთში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში გადმოსვენებას საგარეო უწყება უზრუნველყოფს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებებით, უცხოეთში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეების საქართველოში გადმოსვენების საკითხს მთავრობის სხდომაზე აღარ განიხილავენ.

პრემიერმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნული პროცედურის მოგვარება საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა.

როგორც კვირიკაშვილმა განმარტა, ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ უცხოეთში გარდაცვლილი პირების ოჯახები მთავრობას ხმას ვერ აწვდენენ, რის გამოც, საქართველოს ბევრი მოქალაქის ცხედარი უცხოეთში თვეობით ინახება.

პრემიერის თქმით, ამ პროცესს, მთავრობის სხდომაზე გამოტანის გარეშე, აღნიშნულ ავრტომატურად საგარეო უწყება მოაგვარებს.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ეს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გელა დუმბაძის ინიციატივაა. პრემიერმა, მას ამ ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადა.

მისივე ინფორმაციით, დღეისთის საქართველოს არაერთი მოქალაქეა სამშობლოში გადმოსასვენებელი. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მედვედევი: NATO-მ ტარანად გამოიყენა საქართველო, უკრაინა, იგივე ხდება მოლდოვაში, სომხეთში
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics