02:24 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-16 16:21:37, 512 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის ირკუტსკის ოლქში ბომბდამშენი ჩამოვარდა - არის მსხვერპლი

რუსეთის ფედერაციაში, ირკუტსკის ოლქში "ტუ-22-ემ-3"-ის ტიპის ბომბდამშენი ჩამოვარდა, რასაც მფრინავის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია "რია ნოვოსტი" ოლქის გუბერნატორზე, იგორ კობზევზე დაყრდნობით ავრცელებს.

გუბერნატორის თქმით, ავიაკატასტროფის შედეგად ასევე დაშავდა რამდენიმე პირი, რომლებიც სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ბომბდამშენი გეგმიური ფრენის დროს, გუშინ, 15 აგვისტოს ჩამოვარდა. ჩამოვარდნის მიზეზად კი, თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა დასახელდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics