|
2016-02-18 15:18:38, 404 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი: ელისო ჩაფიძემ ივანიშვილზე განცხადება ემოციურ ნიადაგზე გააკეთა
„ივანიშვილი ჩვენი თანამებრძოლია და ამიტომ მიმართა ელისო ჩაფიძემ მას. ვფიქრობ, რომ ეს ემოციურ ნიადგაზე გაკეთებული განცხადება იყო“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი პარლამენტში ჩაფიძის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას, როდესაც მან ბიძინა ივანიშვილს კითხვით მიმართა - რატომ ისჯებიან ტყიბულელები? როგორც ელისო ჩაფიძემ „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტა, ახალ კანონპროექტში ტყიბული მაღალმთიანი რეგიონების ნუსხიდან ამოღებულია, რაც მის პროტესტს იწვევს. გია ვოლსკი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ მზადაა საკანონმდებლო ხარვეზის გამოსწორებაში ჩაფიძის ინიციატივას მხარი დაუჭიროს. ვოლსკი აცხადებს, რომ ჩაფიძისთვის პასუხის გაცემა მედიის საშუალებით მართებულად არ მიაჩნია. „მაგრამ ჩაფიძის განცხადება გაჟღერდა საზოგადოების საყურადღებოდ, ამიტომ მას თქვენი სააგენტოს მეშვეობით ვუპასუხებ: ელისო ჩაფიძე საკმაოდ კარგი მაჟორიტარი დეპუტატია თავისი რაიონისათვის და ამავე დროს ყველა რესურსი გააჩნია პრობლემის მოსაგვარებლად. კანონში არის რაღაც ხარვეზი და შეუძლია, რომ ამ ხარვეზის გამოსწორებაზე იფიქროს. თუ საკანონმდებლო ხარვეზზეა საუბარი, მეც მზად ვარ მას მხარში ამოვუდგე და გამოვასწოროთ საკანონმდებლო ხარვეზი“, - აცხადებს გია ვოლსკი. კითხვაზე ჩაფიძის განცხადება ხომ არ იყო იმის აღიარება, რომ პოლიტიკურ პროცესებზე ბიძინა ივანიშვილი გავლენას ახდენს, პასუხობს რომ „ის ასე არ ფიქრობს“. „ეს განცხადება მე სხვანაირად აღვიქვი. თავის დროზე ბიძინა ივანიშვილის გარშემო შემოვიკრიბეთ გუნდი. ივანიშვილი ჩვენი თანამებრძოლია და ამიტომ მიმართა. ვფიქრობ, რომ ეს ემოციურ ნიადგაზე გაკეთებული განცხადება იყო. ბიძინა ივანიშვილი არის კაცი, რომლის ლიდერობითაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა. ივანიშვილისადმი ელისოს პატივისცემის დამოკიდებულება აბსოლუტურად მესმის. ელისოსაც, თქვენც, საზოგადოებასაც მინდა შევახსენო, რომ კანონშემოქმედებით პროცესში დღეს დეპუტატს გაცილებით მეტი რესურსი აქვს, ვიდრე ბიძინა ივანიშვილს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას.
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე დავით ქაშიაშვილი დაიბარა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)