|
2016-02-17 23:23:48, 633 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორი სასამართლოს მოხელეთა სასწავლო კურსის წარმატებულ მსმენელებს ხვალ სერტიფიკატებს გადასცემს
18 თებერვალს, 11 საათზე, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორი ლაშა მაღრაძე სასამართლოს მოხელეთა სპეციალური სასწავლო კურსის წარმატებულ მსმენელებს სერტიფიკატებს გადასცემს. მსმენელები იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, სასამართლოს მოხელეთა სპეციალურ სასწავლო კურსზე ორი თვის განმავლობაში სწავლობდნენ. სწავლება მოიცავდა, როგორც ინტენსიურ თეორიულ ასევე პრაქტიკულ მეცადინეობებს. სერტიფიკატები გადაეცემათ იმ 28 მსმენელს, რომლებმაც სასამართლოს მოხელეთა სპეციალური სასწავლო კურსის დამამთავრებელი გამოცდა წარმატებით ჩააბარეს. იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ, სასამართლოს მოხელეთა სპეციალური სასწავლო კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები მსმენელებსშესაძლებლობასმისცემსიმუშაონსაქართველოსსაერთოსასამართლოებისსისტემაში. ამჟამად, წარმატებული მსმენელები პროფესიულ სტაჟირებას თბილისის საქალაქო სასამართლოში გადიან.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)