21:13 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-21 17:58:56, 430 ნახვა

მსოფლიო
თურქეთის საგარეო - მივესალმებით სომხეთის გადაწყვეტილებას პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ

თურქეთი სომხეთის გადაწყვეტილებას, პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ, მიესალმება,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების განცხადების თანახმად, „თურქეთი გააგრძელებს ძალისხმევას, რათა პალესტინა რაც შეიძლება მეტმა ქვეყანამ აღიაროს“.

„მივესალმებით სომხეთის გადაწყვეტილებას პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ, ისეთი ქვეყნების შემდეგ, როგორებიცაა - ესპანეთი, ირლანდია, ნორვეგია და სლოვენია.

როგორც ყოველთვის აღვნიშნავდით, პალესტინის აღიარება საერთაშორისო სამართლის, სამართლიანობისა და სინდისის მოთხოვნაა. თურქეთი გააგრძელებს ძალისხმევას, რათა პალესტინა რაც შეიძლება მეტმა ქვეყანამ აღიაროს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის, სომხეთის რესპუბლიკამ პალესტინის სახელმწიფო აღიარა, რის შემდეგაც, სომხეთის ელჩი ისრაელში საყვედურისთვის დაიბარეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics