12:55 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-21 11:37:03, 351 ნახვა

საზოგადოება
შავი ზღვის ეკოსისტემის პლასტიკით დაბინძურების საფრთხეების აღმოფხვრის საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მდინარეებსა და შავ ზღვაში მოხვედრილი პლასტიკის ნარჩენების შეგროვების ტექნოლოგიებზე, პლასტიკით დაბინძურებული ცხელი წერტილების გამოვლენასა და პლასტიკის ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პოლიტიკაზე ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა იმსჯელეს.

სამუშაო შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაესწრო, რომელმაც შავი ზღვის აუზის ქვეყნებისთვის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების ერთიანი პოლიტიკის შემუშავებაზე გაამახვილა ყურადღება.

„ოკეანეების, ზღვების და მდინარეების პლასტიკით დაბინძურება გლობალური პრობლემაა. მნიშვნელოვანია, შავი ზღვის დაბინძურების დონის და ამ პრობლემის აღმოფხვრის გზების შესწავლა. გასათვალისწინებელია, რომ ზღვის ფრაგმენტულად გასუფთავება გრძელვადიანი შედეგის მომტანი ვერ იქნება, ეს საკითხი კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს. საქართველომ, შავი ზღვის ქვეყნებთან ერთად, უნდა იზრუნოს შავი ზღვის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაზე“, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.

პლასტიკის დაბინძურების დასაძლევად საქართველოს მთავრობამ 2021 წელს პლასტიკის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამა შეიმუშავა, ამავე წელს, ქვეყანა მაღალი ამბიციის კოალიციაში გაწევრიანდა, რომლის მიზანიც 2040 წლისთვის პლასტიკის დაბინძურების სრულად აღმოფხვრაა.

მსოფლიო ბანკის გარემოსდაცვითი სპეციალისტის კლაუს სატლერის განცხადებით, საქართველოს მთავრობა, პლასტიკის დაბინძურების საფრთხეების აღმოფხვრის პოლიტიკის შემუშავების ნაწილში, საერთაშორისო დონეზე მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს.

შეხვედრა მსოფლიო ბანკის PROBLUE ინიციატივის ფარგლებში გაიმართა, რომლის მიზანიც ინტეგრირებული, მდგრადი და ჯანსაღი საზღვაო და სანაპირო რესურსების განვითარების მხარდაჭერაა.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
უკრაინამ ვოლგოგრადში მდებარე „ისკანდერის“ სარაკეტო ქარხანას „ფლამინგოს“ რაკეტები დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics