01:02 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-05 17:43:30, 564 ნახვა

მსოფლიო
მედია - ლიბანის საზღვართან დაძაბულობის ფონზე, ისრაელის ხელისუფლება რეზერვისტების რაოდენობას 50 000-ით ზრდის

ლიბანის საზღვართან დაძაბულობის ზრდის ფონზე, ისრაელის ხელისუფლება რეზერვისტების რაოდენობას 50 000-ით ზრდის. ამის შესახებ ინფორმაციას Times of Israel-ი ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ისრაელის თავდაცვის ძალები აქამდე უფლებამოსილი იყო, საჭიროების შემთხვევაში გამოეძახებინა 300 000 რეზერვისტი, ახლა კი 350 000 რეზერვისტის გამოძახება გახდება შესაძლებელი.

Times of Israel-ის ცნობით, გადაწყვეტილება ძალაში მიმდინარე წლის პირველ აგვისტომდე იქნება.

მანამდე, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ლიბანის საზღვართან მდებარე ქალაქში ვიზიტისას განაცხადა, რომ ისრაელი „მომზადებულია უკიდურესად ძლიერი მოქმედებისთვის ჩრდილოეთში“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics