05:03 - 29 Jun, 2026
|
2024-05-17 11:42:22, 453 ნახვა
მსოფლიო
Reuters - ექიმები რობერტ ფიცოს ბრატისლავაში გადაყვანას განიხილავენ
ექიმები სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს ქალაქ ბანსკა-ბისტრიცადან სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში გადაყვანის შესაძლებლობას განიხილავენ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი სლოვაკ ექიმებზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, ორშაბათს სამედიცინო საბჭო შეიკრიბა, რათა პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა განეხილათ - შეიძლებოდა თუ არა მისი ბრატისლავაში გადაყვანა. მათივე ინფორმაციით, როგორც სლოვაკეთის პრეზიდენტმა, პიტერ პელეგრინიმ განაცხადა, „ფიცოს ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზულია, მაგრამ სტაბილური და მას ცოტა საუბარიც შეუძლია“. შეგახსენებთ, 15 მაისს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო ქალაქ ჰანდლოვაში, კულტურის საზოგადოების ცენტრის წინ დაჭრეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)