|
2016-02-12 16:38:49, 463 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: პარლამენტი მზადაა მოსამართლეთა დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად მსჯელობა დაიწყოს
„შესაბამისი ინიციატივები პარლამენტამდე თუ მოვა ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით განვიხილავთ“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა იუსტიციის საბჭოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლებაც და სასამართლოებიც მოქმედი კანონმდებლობის ჩარჩეობში მოქმედებენ. „შესაბამისი ინიციატივები პარლამენტამდე თუ მოვა ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით განვიხილავთ. მანამდე ჩვენც და სასამართლოებიც მოქმედი კანონმდებლობის ჩარჩოებში ვმოქმედებთ. არსებობს იუსტიციის საბჭო, რომელიც დაკავებულია თავისი საქმის კეთებით. რაც შეეხება იმას, მოსამართლეები უნდა დაინიშნონ თუ არ დაინიშნონ სწრაფად, მოვისმინე სხვადასხვა მოსაზრებები, საკონსტიტუციო სარჩელი და ა.შ. მე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ერთ მნიშვნელოვან ამბავზე ახლა მოსამართლეების დანიშვნა რატომ არის უკიდურესად მნიშვნელოვანი?“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)