13:38 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-26 10:00:26, 406 ნახვა

პოლიტიკა
ჯაფარიძე - ეს ქვეყანა არ გარუსდება, უბრალოდ გაიტანს ამ ნაგავს და მერე საპნით დაიბანს ხელებს

ეს ქვეყანა არ გარუსდება, უბრალოდ გაიტანს ამ ნაგავს და მერე საპნით დაიბანს ხელებს, - ასე ეხმაურება „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე 29 აპრილს „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ „საყოველთაო-სახალხო შეკრებას“.

მისი თქმით, ამ დღეს რუსთაველზე იდგება ყველაფერი "ნაგავი", რასაც რუსეთი განასახიერებს და იქ დგომა „ისტორიული სირცხვილია“.

„29 აპრილს რუსთაველზე დგომა არის ისტორიული სირცხვილი. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამას რის გამო აკეთებენ - სჯერათ, რომ ღირსებას იცავენ დასავლეთისგან (იდიოტები არიან); სჯერათ, რომ რუსეთშია ხსნა (მოღალატეები არიან); თუ უჭირთ და შემოსავლის დაკარგვა არ უნდათ (გამყიდვლები არიან). ყველა შემთხვევაში სირცხვილია. მათ თუ არა, მათ შვილებს და შვილიშვილებს შერცხვებათ.

29 აპრილს რუსთაველზე იდგება კორუფცია, ტყუილი, გადაგდება, ფარისევლობა, კრიმინალი, სიბნელე, წარსული, მოსყიდვა, შანტაჟი, მონობა, ჩმორობა და ყველაფერი ნაგავი, რასაც განასახიერებს დღევანდელი რუსეთი და საითაც მიაქანებს ივანიშვილი ამ ქვეყანას. აი, ღარიბაშვილი იდგება.

ამ რუსულ ნაგავში კოტრიალი ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქის არჩევანია.

მეორე მხარეს არის თავისუფლება, ღირსება, სიმართლე, წესიერება, კეთილდღეობა, გრძელვადიანი მშვიდობა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსი და ყველაფერი ის, რის გამოც გონიერ ადამიანებს უნდათ დასავლეთი ამ ქვეყანაში საკუთარი შვილებისთვის.

ეს ქვეყანა არ გარუსდება, უბრალოდ გაიტანს ამ ნაგავს და მერე საპნით დაიბანს ხელებს“, - წერს ზურაბ ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ, მმართველი პარტიის ორგანიზებით, "საყოველთაო-სახალხო შეკრება" გაიმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics