14:52 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-22 14:46:05, 332 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - აშშ-ში მედიასაშუალებები, რომლებიც 20%-ზე მეტით ფინანსდებიან უცხოეთიდან, ხვდებიან FARA-ს რეესტრში და არიან ფინანსური ანგარიშგების ვალდებულები

ამერიკის შეერთებულ შტატებში მედიასაშუალებები, რომლებიც 20%-ზე მეტით ფინანსდებიან უცხოეთიდან, ხვდებიან FARA-ს რეესტრში და არიან ფინანსური ანგარიშგების ვალდებულები. შესაბამისად, ის ერთადერთი არგუმენტი, რაც მე თქვენგან მოვისმინე, არის აბსოლუტურად ცრუ ნარატივი რუსეთთან მიმართებაში, იმიტომ, რომ რუსეთს ასეთი დათქმა არ აქვს, ჩვენ ეს აღებული გვაქვს ამერიკის შეერთებული შტატების ანუ FARA-ს პრაქტიკიდან, - ასე უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძემ აღნიშნა, რომ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, „გამჭვირვალობის შესახებ“ ქართულ კანონში არცერთი აკრძალვა არ არის.

„პირველ ხანებში ჰქონდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, მთელი რიგი აკრძალვები, მათ შორის, აშშ-ში აკრძალვებია, ფრანგულ კანონმდებლობაშიც აკრძალვებია, არცერთი აკრძალვა ქართულ კანონში არ არის და თქვენ იტყუებით ყველა ჯერზე, როდესაც ამას ლაპარაკობთ“, - განაცხადა მდინარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics