01:03 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-20 17:53:38, 496 ნახვა

საზოგადოება
პაპუაშვილი - ეს სამება ურყევია, მასში ვერც ვერაფერი ჩანაცვლდება და ვერც მოაკლდება!

მამული, ენა, სარწმუნოება! ეს სამება ურყევია, მტკიცეა და წმინდა! მასში ვერც ვერაფერი ჩანაცვლდება და ვერც მოაკლდება!, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ის "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანოპროექტის წინააღმდეგ გამართულ გუშინდელ აქციას ეხმაურება.

"მისი დარღვევა არავის გამოსვლია, რადგან ის საქართველოსთან იგივდება ამ სახით, ამ დათქმით, ამ შეთანხმებით!", - წერს პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, გუშინ, 19 აპრილს, "უცხოური გავლენის გამჭირვალობის" კანონპროექტის წინააღმდეგ აქციის მონაწილეები საღამოს 7 საათიდან რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ, მარშით გაიარეს თავისუფლების მოედანი  იუსტიციის სახლამდე, იქიდან კი სანაპიროს გავლით, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალთან მივიდნენ, სადაც მათ ფიცი ამ სიტყვებით დადეს -"დავიცავთ, საქართველოს სახელმწიფოებრიობას, ჩვენს ენას,ჩვენს მამულს და ერთობას".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics