|
2024-04-06 12:08:12, 408 ნახვა
მსოფლიო
კაშხალის გარღვევის გამო ორენბურგის რეგიონში 2,5 ათასზე მეტი სახლი დაიტბორა, ხალხის სასწრაფო ევაკუაცია გამოცხადდა
ორსკის ხელისუფლებამ, რომელიც მდებარეობს ყაზახეთის საზღვართან მდინარე ურალზე, კაშხლის გარღვევის შემდეგ, მცხოვრებთათვის სასწრაფო ევაკუაცია გამოაცხადა. - ამის შესახებ ქალაქის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განაცხადეს. დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. ორსკის დატბორილ რაიონებში პატრულირებისას ოპერატიულმა სამსახურებმა გვამები იპოვეს. როგორც TASS წყაროზე დაყრდნობით იუწყება, ორი ცხედარი ქუჩაში იპოვეს, ერთი კი სახლში. ბოლო პირმა ევაკუაციაზე უარი განაცხადა, განმარტა სააგენტოსთან თანამოსაუბრემ. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია კაშხლის სრული განადგურების შესახებ, მაგრამ რეგიონული ხელისუფლება აცხადებდა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. „კაშხლის სიგრძე რამდენიმე კილომეტრია. ის განიცდის სტრესს იქ, სადაც ბევრი წყალია. “, - განუცხადა „ინტერფაქსს“ გუბერნატორისა და რეგიონული ხელისუფლების პრესსამსახურის წარმომადგენელმა. მან დასძინა, რომ კაშხალი აშენდა 2014 წელს, მანამდე კი ორსკის ამ ნაწილში „წყალდიდობის დროს ყველაფერი რეგულარულად ცურავდა“. როგორც The Insider წერს, 5 აპრილს ორსკში წყალდიდობის ფონზე კაშხალი გაირღვა. დილისთვის ორსკის ძველი ქალაქის ნახევარი დაიტბორა და უბნის იზოლაციის საფრთხე არსებობს. მთლიანობაში, წყალდიდობის საფრთხის გამო ორენბურგის რეგიონში 4 ათასზე მეტი ადამიანი, მათ შორის ათასზე მეტი ბავშვი იქნა ევაკუირებული. 2,5 ათასზე მეტი სახლი და 6,8 ათასი საყოფაცხოვრებო ნაკვეთი წყალდიდობის ზონაში მოხვდა, იტყობინება რეგიონული მთავრობა. ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხებულია 12 დასახლებაში.
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
FT: ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენას ნაღმების გამო თვეები დასჭირდება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)