11:50 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-02 11:49:10, 382 ნახვა

საზოგადოება
შს მინისტრის მოადგილე გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელთან, მარიამ ბანძელაძესთან. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გაეროს მოსახლეობის ფონდს შორის არსებულ მჭიდრო და ნაყოფიერ ურთიერთობებზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების საკითხი განიხილეს.

"ალექსანდრე დარახველიძემ მარიამ ბანძელაძეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-სა და გაეროს მოსახლეობის ფონდს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებზე, მათ შორის 112-ის განახლებულ აპლიკაციაზე და ნაადრევი ქორწინების შესახებ სკოლის მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებაზე.
შეხვედრის დასასრულს ალექსანდრე დარახველიძემ გაეროს მოსახლეობის ფონდს მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მრავალი წელია თანამშრომლობს გაეროს მოსახლეობის ფონდთან ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა: ადრეულ ასაკში ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლა; ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და სხვა",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
FT: ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენას ნაღმების გამო თვეები დასჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics