02:00 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-05 11:18:21, 706 ნახვა

საზოგადოება
საგანგებო - 500 ლარით დაჯარიმდა პირი, რომელიც დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ ცეცხლს მიზანმიმართულად აჩენდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით,  დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ტყის მიმდებარედ, ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლის წაკიდებას მიზანმიმართულად ახდენდა. 

უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მამაკაცი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლის თანახმად, 500 ლარით დაჯარიმდა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ჯგუფის თანამშრომლებმა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ტყის მიმდებარედ, პატრულირების დროს, ხანძრის კერა დააფიქსირეს.

ტერიტორიის დათვალიერებისას სახანძრო-სამაშველო ჯგუფის წევრებმა შენიშნეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მიზანმიმართულად ახდენდა ცეცხლის წაკიდებას.

ადგილზე გამოძახებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და გარემოს დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები. აღნიშნული პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლის თანახმად, 500 ლარით დაჯარიმდა. 

მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ კანონს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები",- ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics