|
2024-02-20 17:45:20, 713 ნახვა
პოლიტიკა
ვარჰეი - შევთანხმდით, რომ 9 რეკომენდაციაზე მუშაობის ტემპი დაჩქარდეს, რათა საქართველო ევროპულ სახელმწიფოდ იქცეს
მიმაჩნია, რომ კანდიდატის სტატუსი, რომელიც მიენიჭა საქართველოს მხოლოდ და მხოლოდ 2 თვის წინ, უკვე აჩვენებს სარგებელს, რომელიც ამ სტატუსს მოაქვს, - ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ოლივერ ვარჰეი აღნიშნავს, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ 9 რეკომენდაციაზე მუშაობის ტემპი დაჩქარდეს. "მიმაჩნია, რომ კანდიდატის სტატუსი, რომელიც მიენიჭა საქართველოს მხოლოდ და მხოლოდ 2 თვის წინ, უკვე აჩვენებს სარგებელს, რომელიც ამ სტატუსს მოაქვს. მას ასევე მოაქვს დივიდენდები - არა მარტო საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც. ჩვენ შევთანხმდით, რომ დავაჩქარებთ ჩვენი მუშაობის ტემპს იმისთვის, რომ ევროკავშირის და 9 რეკომენდაციის შესრულების გზაზე დაიდოს შედეგები და სამოქმედო გეგმის შესრულება - იქნება ეს ეკონომიკური თუ საინვესტიციო გეგმა, იქნება ეს, ზოგადად, რეფორმების განხორციელება ქვეყანაში, იმისთვის, რომ საქართველო ნამდვილად ევროპულ სახელმწიფოდ იქცეს და ევროპის ერთიანი ბაზრის წევრი გახდეს", - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)