21:18 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-20 14:19:48, 645 ნახვა

პოლიტიკა
სამხარაძე - ევროპარლამენტარები აგროვებენ ხელმოწერებს იმისთვის, რომ ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალება სთხოვონ

ევროპარლამენტში ჩვენთვის კარგად ნაცნობი თუ ცუდად ნაცნობი ევროპარლამენტარები აგროვებენ ხელმოწერებს იმისთვის, რომ ზურაბიშვილს სთხოვონ სააკაშვილის შეწყალება,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

სამხარაძის თქმით, „აღნიშნული ფაქტი არის ახალი ძალიან დიდი კამპანიის ნაწილი, რომელიც მიმდინარეობს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ".

„მინდა, საზოგადოებას ვამცნო იმის შესახებ, რომ ევროპარლამენტში ჩვენთვის კარგად ნაცნობი თუ ცუდად ნაცნობი ევროპარლამენტარები აგროვებენ ხელმოწერებს იმისთვის, რომ ზურაბიშვილს სთხოვონ სააკაშვილის შეწყალება. ისინი ამ ფაქტს უკავშირებენ ნავალნის სამწუხარო გარდაცვალების ფაქტს და სურთ ამაში პარალელები გაავლონ, ანუ ისევ ამოქმედებულია ის ძველი, ასე ვთქვათ, ლობისტური ხაზები, რომლის შესახებაც ჩვენმა საზოგადოება ძალიან კარგად იცის და ეს კიდევ ერთი მცდელობაა, ასე ვთქვათ, აიძულონ თუ ზეწოლა განახორციელონ ზურაბიშვილზე, რომ მან შეიწყალოს სააკაშვილი",- თქვა სამხარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics