|
2024-02-20 13:40:41, 731 ნახვა
პოლიტიკა
კირკიტაძე ზურაბიშვილს - მიიღეთ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და სააკაშვილი გაათავისუფლეთ
საზოგადოება თქვენგან მოელის კონკრეტულ ნაბიჯებს და ის ერთადერთი კონკრეტული ნაბიჯი თქვენი მხრიდან დღეს არის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება,- ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, დავით კირკიტაძემ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საპარლამენტო ტრიბუნიდან. როგორც კირკიტაძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლის შემდეგ, მოქალაქეებშიც და პოლიტიკურ ოპოზიციაშიც გააჩნდა „გარკვეული ოპტიმიზმი იმისა, რომ საქართველოში კიდევ არსებობდა ხალხის მიერ მაღალი ლეგიტიმაციით არჩეული ინსტიტუციის წარმომადგენელი, რომელიც ეროვნულ ერთობაზე და ღირებულებებზე მართლა ზრუნავდა". „ქალბატონო პრეზიდენტო რამდენიმე დღის წინ თქვენ ამ ტრიბუნიდან საუბრობდით ევროპულ ღირებულებებზე, ჰუმანიზმზე, ცივილიზებულ სამყაროზე, ერთობაზე, ჩვენს ეროვნულ ამოცანებზე და ბევრ ისეთ საკითზე, რაც სიურპრიზი იყო ჩვენთვისაც და საქართველოს მოქალაქეებისთვისაც, მაგრამ ამისთვის საუბარი საკმარისი არ არის... თქვენ გაქვთ საშუალება გადადგათ ნაბიჯი, რომლის მიხედვითაც ამ ქვეყანაში დაამკვიდრებთ სიმშვიდეს, გარკვეულ საკითხებზე ეროვნულ თანხმობას და ერთიან სულისკვეთებას, იმ გამოწვევების გასამკლავებლად, რომლის წინაშე დგას ქვეყანა. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ მიიღოთ ეს გადაწყვეტილება. ღრმად ვარ დარწმუნებული, ამ ნაბიჯს მოგიწონებენ ის ადამიანები, რომლებმაც მხარი დაგიჭირათ ისევე, როგორც მოგიწონებთ მთლიანად ქართული საზოგადოება. საქართველოს ისტორია თქვენს ამ ნაბიჯს სათანადოდ შეაფასებს",- განაცხადა კირკიტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)