23:27 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-16 12:24:11, 590 ნახვა

პოლიტიკა
ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში შეხვედრა მიმდინარეობს

ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში მეორე შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, მსჯელობა სამ საკითხზე გაიმართება.

„პირველი საკითხი გახლავთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან დაკავშირებული ცვლილებები, მათ შორის ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, მეორე საკითხია ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებული ნორმები და მესამე - საერთო სასამართლოების შესახებ კანონმდებლობა", - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები არის რჩევა და არა დირექტივა.

„მინდა ხაზი გავუსვა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა ეს გახლავთ რეკომენდაცია. ვენეციის კომისია არ არის მეორე პალატა და არ არის საქართველოს საკანონმდებლო ორგანო. საქართველოში კანონებს იღებს პარლამენტი, საქართველოში კანონები მიიღება ქართველი ხალხის სახელით, მათ მიერ არჩეული პარლამენტის მიერ. ჩვენ, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით, გვაქვს ერთი მიდგომა, რაზეც შეთანხმებული ვართ ევროკავშირთან - ჩვენ ან ვითვალისწინებთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ან თუ არ ვითვალისწინებთ ვხსნით თუ რატომ არ ვითვალისწინებთ", - დასძინა პაპუაშვილმა.

შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრები, ასევე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის, ანტიკორუფციული ბიუროს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics