13:33 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-08 09:06:30, 778 ნახვა

საზოგადოება
შსს - ნერგეეთში 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი სამძებრო სამუშაოებს მცურავი საშუალებებით, ტექნიკითა და დრონებით ახორციელებს

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, საძიებო სამუშაოები გრძელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სტიქიის ზონაში 200-ზე მეტი მაშველი ღონიძიებებს შესაბამისი აღჭურვილობით, მცურავი საშუალებებით, ტექნიკითა და დრონებით ახორციელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ საძიებო სამუშაოებს.

ინტენსიური ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, მეწყერში მოყოლილი 8 პირის ცხედარი ნაპოვნია, ერთის მიმართ კი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები.

სტიქიის ზონაში 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი შესაბამისი აღჭურვილობით, მცურავი საშუალებებით, ტექნიკითა და დრონებით ახორციელებს სამძებრო სამუშაოებს.

ძებნა-შველის ღონისძიებაში, ასევე ჩართულია კინოლოგთა ჯგუფი",- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ბაღადათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი 7 თებერვალს, გვიან ღამით ჩამოწვა, რის შედეგადაც მიწის მასაში 4 საცხოვრებელი სახლი მოჰყვა. მაშველებმა სტიქიის ზონიდან ერთი მოქალაქის უსაფრთხოდ გამოყვანა შეძლეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics