13:32 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-07 19:27:48, 757 ნახვა

საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ნერგეეთზე - კონკრეტული ზონა არ ყოფილა შეფასებული - სოფლის დაცლის რეკომენდაცია არ გაცემულა

კონკრეტული ზონა არ ყოფილა შეფასებული, საფრთხეები შეფასებულია მთლიანი სოფლის მასშტაბით, - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ვასილ გედევანიშვილმა ბაღდათში ჩამოწოლილ მეწყერთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც გედევანიშვილი აღნიშნავს, სოფლის დაცლის რეკომენდაცია გაცემული არ ყოფილა.

"კონკრეტული ზონა არ ყოფილა შეფასებული. კონკრეტული, უშუალოდ ეს ფერდობი არ ყოფილა შეფასებული... სოფელი არის მოხვედრილი, ამ სოფელში თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, რომ უამრავი ფერდობი არსებობს. აქ საუბარია კონკრეტულ ფერდობზე. როდესაც ვთქვი, რომ საფრთხეები შეფასებულია, ეს არის შეფასებული მთლიანი სოფლის მასშტაბით. კი ბატონო, მითითებული იყო პოტენციურად მეწყერსაშიშ ზონაში.

რეკომენდაცია არ ყოფილა გაცემული და ვერც იქნებოდა გაცემული, იმიტომ, რომ ასეთი ტიპის რეკომენდაციას სჭირდება დამატებითი კვლევები. ეს ინფორმაცია საჯაროა, ვრცელდება ყველასთვის და ხელმისაწვდომია ყველასთვის...  ვერ იქნებოდა კონკრეტული რეკომენდაცია კონკრეტულ მეწყერთან მიმართებაში", - განაცხადა გედევანიშვილმა.

შეგახსენებთ, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი წუხელ ჩამოწვა, რის შედეგადაც მიწის მასაში 4 საცხოვრებელი სახლი მოჰყვა.

ამ დროისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, ნერგეეთში 6 ადამიანის ცხედარი იპოვეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics