16:27 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-23 10:09:58, 696 ნახვა

მსოფლიო
BBC - აშშ-მა და ბრიტანეთმა „ჰუსიტების“ სამიზნეებზე მორიგი იერიში მიიტანეს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდი ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ სამიზნეებზე მორიგი იერიში მიიტანეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

პენტაგონის განცხადებით, მათ იერიში 8 სამიზნეზე, მათ შორის მიწისქვეშა საწყობებზე, ასევე „ჰუსიტების“ სარაკეტო და სადაზვერვო საშუალებებზე განახორციელეს.

გარდა ამისა, ერთობლივ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ დარტყმები ავსტრალიის, ბაჰრეინის, კანადისა და ნიდერლანდების მხარდაჭერით განხორციელდა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის საჰაერო ძალებმა იემენში, „ჰუსიტების“ ობიექტებზე  პირველი იერიშები 11 იანვარს განახორციელეს.

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, იერიშები „ჰუსიტების“ მიერ წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე განხორციელებულ თავდასხმებზე პასუხი იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
თამარ ლორთქიფანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
წარმატებული მოლაპარაკებები ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics