22:30 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-08 21:57:45, 883 ნახვა

მსოფლიო
პიტერ სტანო - რუსეთის დახმარებას უკრაინის წინააღმდეგ კრიმინალურ აგრესიაში შედეგები მოჰყვება

ვინც რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ კრიმინალურ აგრესიაში დაეხმარება, გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევით, შედეგები მოჰყვება, - ამის შესახებ ევროკავშირის სპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა.

როგორც სტანო აღნიშნავს, ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთისთვის იარაღის პოტენციური მიწოდება არის თემა, რომელსაც ევროკავშირი სერიოზულად აკვირდება და პარტნიორებთან ერთად განიხილავს.

"ევროკავშირი თანმიმდევრულად, ძალიან მკაფიოდ აცხადებს: ვინც რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ კრიმინალურ აგრესიაში დაეხმარება, გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევით, შედეგები მოჰყვება. ვგმობთ რუსეთისთვის იარაღის ნებისმიერ უცხოურ მიწოდებას, იარაღს, რომელსაც უკრაინელების მოსაკლავად და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის გამოიყენებენ. 

ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთისთვის იარაღის პოტენციური მიწოდება შეიძლება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებისა და გაეროს სანქციების დარღვევა იყოს. ეს არის ის, რასაც ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუყურებთ ევროკავშირში, განვიხილავთ მას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამას და მოვუწოდებთ ყველა [ქვეყანას], მხარი არ დაუჭირონ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში", - განაცხადა სტანომ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics