23:42 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-05 10:24:09, 796 ნახვა

მსოფლიო
ლუკაშენკომ ხელი მოაწერა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლითაც ყოფილ პრეზიდენტზე ხელშეუხებლობის გარანტიები გავრცელდება

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხელი მოაწერა "ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის შესახებ" საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლითაც ყოფილ პრეზიდენტზე ხელშეუხებლობის გარანტიები გავრცელდება. ამის შესახებ "დოიჩე ველე" წერს.

გამოცემის ცნობით, ცვლილებების მიხედვით, პრეზიდენტს ხელშეუხებლობის მუდმივი იმუნიტეტი ექნება - თანამდებობის დატოვების შემთხვევაშიც, არ შეიძლება, პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებისას ჩადენილი ქმედებების გამო, ის პასუხისგებაში მიეცეს. 

საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ახალი პრეზიდენტის არჩევის წესებიც მკაცრდება. უფრო კონკრეტულად კი, პრეზიდენტობის კანდიდატი 40 წელზე ახალგაზრდა არ უნდა იყოს, ბოლო 20 წლის განმავლობაში ქვეყანაში მუდმივად უნდა ცხოვრობდეს და წარსულში სხვა ქვეყნის მოქალაქეობა ან სხვა ქვეყანაში ცხოვრების უფლება არ უნდა გააჩნდეს.

"ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის შესახებ“ კანონში ცვლილებები 2023 წლის 22 დეკემბერს ეროვნული ასამბლეის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics