02:18 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-22 10:08:30, 868 ნახვა

მსოფლიო
ჩეხეთში 23 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა

ჩეხეთში 23 დეკემბერი ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა. ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ მთავრობის რიგგარეშე სხდომის შემდეგ განაცხადა.

პრემიერის თქმით, გლოვის დღეს სახელმწიფო შენობებზე ჩეხეთის დროშა დაეშვება.

"მოვუწოდებთ ჩეხეთის რესპუბლიკის ყველა მოქალაქეს, ეროვნული გლოვის დღეს, 12:00 საათზე, წუთიერი დუმილით პატივი მიაგონ დაღუპულთა ხსოვნას",- განაცხადა ფიალამ.

მთავრობის რიგგარეშე სხდომას, მინისტრების გარდა, ესწრებოდა ქვეყნის პრეზიდენტი პეტრ პაველი, რომელმაც მომხდარის გამო, საფრანგეთში ვიზიტი შეწყვიტა და ჩეხეთში დაბრუნდა.

პაველმა პრესკონფერენციაზე მოუწოდა მოქალაქეებს, რომ მომხდარი ტრაგიკული შემთხვევა პოლიტიკური მიზეზებისთვის ბოროტად არ გამოიყენონ და დეზინფორმაცია არ გაავრცელონ.

"ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, გვჭირდება ღვთისმოსაობა, თავშეკავება და თანმიმდევრულობა. ეს თავშეკავება შესაძლებელს გახდის ყველაფრის დეტალურად გამოკვლევას. ამავდროულად, ჩვენ უნდა ვიპოვოთ გონივრული გამოსავალი ამ სიტუაციაში, როგორ ავიცილოთ თავიდან მსგავსი სიტუაციები მომავალში, თუ ეს შესაძლებელი იქნება",-  თქვა ჩეხეთის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, გუშინ, 21 დეკემბერს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რასაც 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევის შედეგად დაშავებულია 25 პირი, მათ შორის 10-ის მდგომარეობა მძიმეა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics