03:29 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-22 09:27:24, 857 ნახვა

მსოფლიო
The Times of Israel - ისრაელმა ღაზაში „ჰამასის“ გვირაბი გაანადგურა

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზაში, პალესტინის მოედნის ქვეშ დამალული "ჰამასის" დიდი გვირაბი გაანადგურეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

The Times of Israel-ის ცნობით, გვირაბის განადგურება Yahalom-ის ელიტარული საბრძოლო საინჟინრო ქვედანაყოფისა და 401-ე ჯავშანსატანკო ბრიგადის მიერ განხორციელდა.

ისრაელის შეიარაღებული ძალების პრესსპიკერის, პიტერ ლერნერის განცხადებით, გვირაბში ზოგიერთი ოთახი ლიფტებით, კიბეებით და ცალკეული წყლისა და ელექტროენერგიის შახტებით იყო აღჭურვილი და მასში წყალი, საკვები, იარაღი და საკომუნიკაციო აღჭურვილობა ინახებოდა.

"გვირაბები "ჰამასის" სამხედრო და პოლიტიკური ფრაქციებისთვის ძალაუფლების ცენტრი იყო", - განაცხადა ლერნერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics