03:29 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-18 22:56:46, 763 ნახვა

მსოფლიო
გალანტი - ისრაელის გამარჯვება არის თავისუფალი სამყაროს გამარჯვება, რომელსაც სათავეში შეერთებული შტატები უდგას

ჩვენი საერთო მტრები მთელ მსოფლიოში აკვირდებიან და იციან, რომ ისრაელის გამარჯვება არის თავისუფალი სამყაროს გამარჯვება, რომელსაც სათავეში შეერთებული შტატები უდგას, -ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ამერიკელ კოლეგასთან, ლოიდ ოსტინთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც გალანტი აღნიშნავს, ისრაელი იბრძვის სასტიკ მტერთან, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის უკან იმალება.

"ჩვენ ვიცით ომის სირთულე. ჩვენ სასტიკ ტერორისტულ ორგანიზაციებთან ბრძოლის გამოცდილება გვაქვს. ვიცით, რომ ამას დრო სჭირდება. ჩვენი მტრებისგან განსხვავებით, ჩვენ ვიცავთ ჩვენს ღირებულებებს და ვმოქმედებთ საერთაშორისო სამართლის მიხედვით", - განაცხადა ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი ისრაელში დღეს, 18 დეკემბერს ჩავიდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics