13:08 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-17 11:31:06, 741 ნახვა

მსოფლიო
G7 განიხილავს რუსეთის გაყინული აქტივების კონფისკაციას

G7-ის ოფიციალურმა პირებმა ბოლო კვირებში გაააქტიურეს მოლაპარაკებები რუსეთის გაყინული სუვერენული აქტივების დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის კონფისკაციაზე. ეს არის რადიკალური ნაბიჯი, რომელმაც შესაძლოა ახალი თავი გახსნას დასავლეთის ფინანსურ ომში მოსკოვის წინააღმდეგ, წერს Financial Times.

აღნიშნულია, რომ რუსული აქტივების გამოყენებამ შეიძლება უზრუნველყოს უკრაინის დაფინანსების ალტერნატიული ნაკადი, განსაკუთრებით ომის შემდგომი რეკონსტრუქციის მოსალოდნელი უზარმაზარი ხარჯების გათვალისწინებით. თუმცა, დიდი შვიდეულის მთავრობების უმეტესობა ყოყმანობდა ამ ნაბიჯის გადადგმაზე, ზოგიერთი უცხოელი ინვესტორის ნდობის დაკარგვის შიშით.

შეერთებულმა შტატებმა არასოდეს დაუჭირა მხარი საჯაროდ კონფისკაციას, მაგრამ ბოლო კვირებში უფრო მტკიცე პოზიცია დაიკავა. G7 კომიტეტებში ვაშინგტონის წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ არსებობდა გზა აქტივების კონფისკაციისკენ, რომელიც შეესაბამებოდა საერთაშორისო კანონმდებლობას.

„დიდი შვიდეულის წევრებმა და სხვა განსაკუთრებით დაზარალებულმა ქვეყნებმა შეიძლება ჩამოართვან რუსეთის სუვერენული აქტივები, როგორც საპირისპირო ღონისძიება, რათა აიძულონ რუსეთი შეწყვიტოს თავისი აგრესია“, - ნათქვამია აშშ-ს მთავრობაში ჟურნალისტების მიერ განხილულ სადისკუსიო დოკუმენტში.

ერთ-ერთმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი აწარმოებს აქტიურ მოლაპარაკებებს რუსეთის სუვერენული აქტივების გამოყენებაზე და მიაჩნია, რომ გადაწყვეტილების მისაღებად მოკლე დროა. ვარაუდობენ, რომ დისკუსია შეიძლება მოხდეს G7-ის ლიდერების შეხვედრაზე, რომელიც დაემთხვევა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის მეორე წლისთავს.

აქტივების გამოყენების შესახებ მოწოდებები უფრო ხმამაღალი გახდა, რადგან გაჩნდა ბზარები უკრაინის დამატებითი დაფინანსების შესახებ პოლიტიკურ კონსენსუსში, აშშ-სა და ევროკავშირის 60 მილიარდი და 50 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტები ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული, დასძენს FT.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics