12:40 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-29 11:50:05, 884 ნახვა

მსოფლიო
„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები „ჰამასს“ მძევლების გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ

"დიდი შვიდეულის" (G7) საგარეო საქმეთა მინისტრები მოუწოდებენ ტერორისტულ დაჯგუფება "ჰამასს", 7 ოქტომბერს, ისრაელიდან გატაცებული ადამიანები დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს.

G7-ის საგარეო უწყებების ხელმძღვანელების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა, ასევე ნათქვამია, რომ კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი მხარს უჭერენ ღაზას სექტორში პაუზის გახანგრძლივებას.

"ჩვენ ხაზს ვუსვამთ ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი და ხალხი საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, რადგან ის ცდილობს, თავიდან აიცილოს 7 ოქტომბრის თავდასხმების გამეორება.

ჩვენ ვაფასებთ შეერთებული შტატების და რეგიონის ქვეყნების ხელმძღვანელობის, განსაკუთრებით კი კატარისა და ეგვიპტის ძალისხმევას ამჟამინდელი და მომავალი პაუზების უზრუნველსაყოფად. 

მხარს ვუჭერთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მნიშვნელოვან ძალისხმევას, პაუზის დროს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების კოორდინაციისთვის.

მხარს ვუჭერთ მიმდინარე პაუზის გახანგრძლივებას და მომავალ ჰუმანიტარულ პაუზებს, რათა შესაძლებელი გახდეს მოსახლეობისთვის დახმარების მიწოდების დაჩქარება და ყველა მძევლის გათავისუფლება",- ნათქვამია "დიდი შვიდეულის" საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
თბილისი შეაფასებს ქალაქის მცხეთასთან,რუსთავისთან და აეროპორტთან რკინიგზით დაკავშირების შესაძლებლობას
N339 და N385 მარშრუტებზე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები 4 ივლისიდან 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics