16:53 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-22 12:40:17, 1076 ნახვა

მსოფლიო
ასლან ბჟანია მოსკოვში ჩავიდა

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია "სამუშაო ვიზიტით" მოსკოვში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, ბჟანია მოსკოვში ე.წ. სახელმწიფო უშიშროების თავმჯდომარესთან, თემურ აჰიბასთან ერთად იმყოფება.

"პრეზიდენტი ასლან ბჟანია სამუშაო ვიზიტით მოსკოვში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები სხვადასხვა სამთავრობო უწყებებში იმართება. მოგზაურობისას სახელმწიფოს მეთაურს თან ახლავს აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარე თემურ აჰიბა", - აღნიშნულია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია მოსკოვში 9 ნოემბერსაც იმყოფებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გორში ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ მხარდამჭერი აქცია გაიმართა
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
მდინარაძე ავალიანის საქმეზე დაზარებულებს მიმართავს - ნუ დავასწრებთ მოვლენებს
კუპრაძე - მოქალაქეებო კამერებით რუსული სპეცსამსახურები გვითვალთვალებენ, ეს ყველაფერი ივანიშვილის ანტიქართულმა რეჟიმმა აამოქმედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics