21:44 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-14 11:10:43, 660 ნახვა

მსოფლიო
ბაიდენი - ღაზას სექტორის საავადმყოფოები დაცული უნდა იყოს

ღაზას სექტორის საავადმყოფოები დაცული უნდა იყოს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

ბაიდენის თქმით, აშშ კონტაქტზეა ისრაელთან და არის მცდელობა, რომ პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით პაუზა მიიღონ.

"ჩემი სურვილი და მოლოდინია, რომ საავადმყოფოსთან შედარებით ნაკლები არასასურველი ქმედებები იქნება განხორციელებული. კონტაქტზე ვართ ისრაელთან. ასევე, არის მცდელობა, რომ პაუზა მივიღოთ პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. მოლაპარაკებები მიმდინარეობს კატარელებთანაც. ასე რომ, გარკვეულწილად იმედი მაქვს, თუმცა საავადმყოფო დაცული უნდა იყოს," - თქვა ბაიდენმა.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ღაზას უმსხვილესი ალ-შიფას საავადმყოფო თითქმის სასაფლაოდ გადაიქცა.

ამასთან, როგორც BBC წერს, ალ-შიფას საავადმყოფო, ღაზას ჩრდილოეთით მდებარეობს და ინტენსიური ბრძოლების წინა ხაზზე იმყოფება. ამასთან, როგორც ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, საავადმყოფოს ქვეშ მდებარე გვირაბებში "ჰამასს" მართვის ცენტრი აქვს, თუმცა საავადმყოფო ამას უარყოფს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics