20:35 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-14 09:59:09, 690 ნახვა

მსოფლიო
WHO - ალ-შიფას საავადმყოფო თითქმის სასაფლაოდ გადაიქცა

ღაზას უმსხვილესი ალ-შიფას საავადმყოფო თითქმის სასაფლაოდ გადაიქცა,- ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში (WHO) აცხადებენ.

WHO-ს სპიკერის, კრისტიან ლინდმაიერის თქმით, საავადმყოფოში, დაახლოებით, 600 ადამიანი რჩება, სხვები კი თავს დერეფნებში აფარებენ.

"საავადმყოფოს ირგვლივ არის ცხედრები, რომელთა მოვლა ან დაკრძალვაც კი შეუძლებელია, ან წაყვანა რომელიმე მორგში. საავადმყოფო აღარ მუშაობს ისე, როგორც უნდა მუშაობდეს - თითქმის სასაფლაოა",- განაცხადა ლინდმაიერმა.

როგორც BBC წერს, ექიმები ყვებიან, რომ პრობლემურია ათობით ჩვილის მდგომარეობა, რომლებიც ელექტროენერგიის გათიშვის გამო ინკუბატორებში დარჩენას ვეღარ ახერხებენ.

მედიასაშუალების ცნობით, ალ-შიფას საავადმყოფო, ღაზას ჩრდილოეთით მდებარეობს და ინტენსიური ბრძოლების წინა ხაზზე იმყოფება. ამასთან, როგორც ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, საავადმყოფოს ქვეშ მდებარე გვირაბებში "ჰამასს" მართვის ცენტრი აქვს, თუმცა საავადმყოფო ამას უარყოფს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
დროა: ელენე ხოშტარია ციხიდან ვივამედში გადაჰყავთ, უკვე გზაშია
საგანძურის მარათონი დაიწყო - შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics