20:34 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-11 14:46:26, 1026 ნახვა

საზოგადოება
ჯაღმაიძე გინტურზე - წინასწარ ვთქვი, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს, დაუფიქრებელ ნაბიჯებს - ვწუხვარ, რომ ამ კაცს ეს საფრთხე ვერ ავარიდეთ

ეს არის ერთ-ერთი იმ ბევრი, გულანთებული ადამიანიდან, რომლის გაფრთხილებასაც მე ვცდილობდი. წინასწარ ვთქვი, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს, დაუფიქრებელ ნაბიჯებს, - ამის შესახებ დეკანოზმა, ანდრია ჯაღმაიძემ საოკუპაციო ძალების მიერ მოკლულ თამაზ გინტურზე საუბრისას განაცხადა.

ჯაღმაიძის თქმით, საქართველოს ტერიტორიების უსამართლო ოკუპაციას არა ერთი ასეთი ტრაგედია მოჰყვა.

„საქართველოს ტერიტორიების უსამართლო ოკუპაციას არა ერთი ასეთი ტრაგედია მოჰყვა. ასეთი ვაჟკაცი ადამიანები მას ასე იოლად ვერ აიტანენ. ღმერთმა გვიმრავლოს ასეთები. ბევრი გვყავს. ჩვენ ვერ გავუფრთხილდით ასეთ ხალხს. ეს არის ერთ-ერთი იმ ბევრი, გულანთებული ადამიანიდან, რომლის გაფრთხილებასაც მე ვცდილობდი. წინასწარ ვთქვი, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს, დაუფიქრებელ ნაბიჯებს. ძალიან ვწუხვარ, რომ ვერ ავარიდეთ ამ კაცს ეს საფრთხე“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.

ცნობისთვის, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს და ლევან დოთიაშვილი უკანონოდ დააკავეს. უკანონო პატიმრობაში მყოფი დოთიაშვილი 9 ნოემბერს გაათავისუფლეს.

თამაზ გინტურს დღეს, 11 ნოემბერს დაკრძალავენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics