22:02 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-09 15:46:38, 601 ნახვა

საზოგადოება
შოთა მიქატაძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები სრულდება

გლდანის რაიონში, შოთა მიქატაძის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა სრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, დაახლოებით, 4 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. 

"აღნიშნულ მისამართზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიწისქვეშა კომუნიკაციები უკვე მოაწესრიგა, რის შემდეგაც გლდანის გამგეობამ საგზაო სამუშაოები დაიწყო. 

სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.

„შოთა მიქატაძის ქუჩაზე საკმაოდ მძიმე მდგომარეობდა არსებობდა. პროექტის ფარგლებში, იგება ასფალტის ორფენიანი საფარი და წესრიგდება ფეხით სავალი ბილიკები. სამუშაოების დაწყებამდე, გამოიცვალა წყალარინების ქსელებიც, რომლის შემდეგ, საგაო სამუშაოები დაიგეგმა“, - განაცხადა ბესიკ კალაძემ. 

პროექტის განხორციელებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 425 000 ლარი დაიხარჯება",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics