00:45 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-02 15:46:31, 691 ნახვა

საზოგადოება
დაცული ტერიტორიების სააგენტოში აჯამეთის აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა

დაცული ტერიტორიების სააგენტოში აჯამეთის აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა. 

შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“, აჯამეთის აღკვეთილის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები. 

დაცული ტერიტორიის სააგენტოს ცნობით, შეხვედრაზე დისკუსიის ფორმატში გაიმართა მსჯელობა, გამოითქვა შენიშვნები, რომლებიც, გარკვეულწილად, გათვალისწინებული იქნება დოკუმენტის საბოლოო ვერსიაში. 

"მენეჯმენტის გეგმის მიზანია, აჯამეთის აღკვეთილისთვის გრძელვადიანი მიზნებისა და მის მისაღწევად აუცილებელი კონკრეტული ღონისძიებების განსაზღვრა, რომლებიც შესაბამისი დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციებმა და დაცული ტერიტორიების სააგენტომ მოცემული მენეჯმენტის გეგმის მოქმედების ვადაში უნდა განახორციელონ. 

აჯამეთის აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმის პროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის სამეფოს მთავრობის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში შემუშავდა.

დოკუმენტი მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოტონის“ ეროვნული კონსულტანტების გუნდის მიერ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, აჯამეთის აღკვეთილის ადმინისტრაციის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics