10:23 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-18 18:32:24, 708 ნახვა

მსოფლიო
ბაიდენი ისრაელში ე.წ. ომის კაბინეტს შეხვდა და აშშ-ის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ისრაელში ვიზიტის ფარგლებში ფორმირებულ ე.წ. ომის კაბინეტს შეხვდა და მათ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

ამასთან, ისრაელში ვიზიტის დროს ბაიდენმა თქვა, რომ ღაზის საავადმყოფოზე იერში არა ისრაელმა, არამედ "სხვა ჯგუფმა" მიიტანა. 

"ჩვენ გავაგრძელებთ ისრაელის მხარდაჭერას, როცა თქვენ თქვენი ხალხის დასაცავად მუშაობთ. ამასთან, ჩვენ გავაგრძელებთ თქვენთან და მთელი რეგიონის გარშემო პარტნიორებთან მუშაობას, რათა მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ მეტი ტრაგედია თავიდან ავიცილოთ", - განაცხადა ბაიდენმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი ჯი ბაიდენი ისრაელს დღეს, 18 ოქტომბერს ეწვია. ბენ გურიონის აეროპორტში მას პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი დახვდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო, გამოცდა ქართული ენისა და ლიტერატურაში ტარდება
ნეთანიაჰუ: ისრაელი წელს აშშ-ს ფინანსურ დახმარებაზე უარს იტყვის
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics