19:04 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-09 10:48:50, 717 ნახვა

მსოფლიო
ისრაელის სამაშველო სამსახურში აცხადებენ, რომ „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ მუსიკალური ფესტივალის ტერიტორიაზე 260 ცხედარი იპოვეს

"ჰამასის" თავდასხმის შემდეგ ისრაელში, მუსიკალური ფესტივალის ტერიტორიაზე, სულ მცირე,  260 ცხედარი იპოვეს. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ქვეყნის სამაშველო სამსახურზე (Zaka) დაყრდნობით ავრცელებს.

7 ოქტომბერს, ისრაელი-ღაზას საზღვრის მახლობლად, ნეგევის უდაბნოში ებრაული დღესასწაულის, სუკოტის აღსანიშნავად მუსიკალური ფესტივალი იმართებოდა, რომელსაც ათასობით ადამიანი ესწრებოდა. გამთენიისას, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე, განგაშის სიგნალი გაისმა, რასაც სარაკეტო თავდასხმა მოჰყვა.

სოციალურ მედიაში გავრცელებული ვიდეოკადრებისა და ფოტომასალების მიხედვით, "ჰამასის" წევრებმა ფესტივალზე დამსწრე ადამიანების ნაწილი მძევლად აიყვანეს, გაქცეულ მოქალაქეებს კი, ესროდნენ. 

ცნობისთვის, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, "ჰამასის" თავდასხმას ისრაელში 700-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics