00:43 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-27 11:18:19, 911 ნახვა

მსოფლიო
კანადის პარლამენტის თემთა პალატის სპიკერი ენტონი როტა თანამდებობიდან გადადგა

კანადის პარლამენტის თემთა პალატის სპიკერი ენტონი როტა თანამდებობიდან გადადგა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CBC News-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება როტამ მას შემდეგ მიიღო, რაც 22 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის დროს, მან პარლამენტის სხდომაზე 98 წლის უკრაინელი იაროსლავ ჰუნკა მიიწვია და "გმირი" უწოდა. 

მედიის ცნობითვე, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს უკრაინელი ვეტერანი გერმანელი ნაცისტების მიერ შექმნილ დივიზიაში მსახურობდა, რომლის ქვედანაყოფი ძირითადად ეთნიკური უკრაინელებისაგან შედგებოდა, რომელსაც ნაცისტები მეთაურობდნენ.

"ჩემმა საჯარო გამოსვლამ შეურაცხჰყო და ტკივილი მიაყენა ბევრ ინდივიდს და საზოგადოებას კანადაში, მათ შორის ებრაულ თემს კანადაში და მსოფლიოს გარშემო. მე ჩემს ქმედებებზე სრულად ვიღებ პასუხისმგებლობას... ამ პალატის მუშაობა ნებისმიერ ჩვენგანზე მაღლა დგას. უნდა გადავდგე თქვენი სპიკერის თანამდებობიდან. კიდევ ერთხელ ღრმა წუხილს გამოვხატავ",- განაცხადა ენტონი როტამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics