03:36 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-15 17:23:41, 834 ნახვა

მსოფლიო
დიდმა ბრიტანეთმა „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

დიდმა ბრიტანეთმა კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

პირებს, რომლებიც „ვაგნერს“ აქტიურ მხარდაჭერას გაუწევენ ან მის რიგებში გაწევრიანდებიან, 14 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

BBC-ის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ „ვაგნერის“ გავლენა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საგრძნობლად შემცირდა, დაჯგუფება მაინც რჩება „სერიოზულ და პოტენციურად გამანადგურებელ ძალად იმ ქვეყნებში, სადაც ამ დრომდე არის წარმოდგენილი“.

აღნიშნულ საკითხზე ასევე გავლენიანი მედია Bloomberg-ი წერდა, რომ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში „ვაგნერის“ ქსელი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პირდაპირი კონტროლის ქვეშ გადავა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics