07:58 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-02 13:50:11, 921 ნახვა

მსოფლიო
მედია - უკრაინაში ოლიგარქი იგორ კალამოისკი დააკავეს

უკრაინაში ოლიგარქი იგორ კალამოისკი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, ეკონომიკური უსაფრთხოების ბიურომ და გენერალურმა პროკურატურამ კალამოისკი დღეს საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

მათივე ცნობით, კალამოისკის ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 190-ე და 209-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში ედება, რაც თაღლითობას და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ლეგალიზაციას (გათეთრებას) გულისხმობს.

ამასთან, უკრაინული გამოძიების თანახმად, 2013-დან 2020 წლამდე მან ნახევარ მილიარდზე მეტი გრივნა გაათეთრა და უკრაინის საზღვრებს გარეთ გაიტანა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics