|
2023-08-17 14:51:37, 647 ნახვა
საზოგადოება
ასლან ბჟანიას მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში ოპერაცია გაუკეთეს
დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში ოპერაცია გაუკეთეს. აღნიშნულ ინფორმაციას მედია დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. ე.წ. პრესსამსახურის ცნობით, ასლან ბჟანიას სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მათივე ინფორმაციით, სარეაბილიტაციო პერიოდი რამდენიმე დღე გაგრძელდება, რის შემდეგაც ე.წ. პრეზიდენტი რუსეთში მივლინებას გააგრძელებს. "საფუძვლიანი დიაგნოსტიკის შემდეგ მას ოპერაცია ჩაუტარდა. პროცედურამ წარმატებით ჩაიარა. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება", - ამბობენ ე.წ. პრესსამსახურში. ცნობისთვის, 10 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რუსეთში სამუშაო ვიზიტის დროს შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)