|
2023-08-16 12:32:36, 691 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის ძალების მეთაური შოვში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური სტიქიის ზონაში იმყოფებოდა და შესრულებულ და მიმდინარე ძებნა-შველის სამუშაოებს გაეცნო. თავდაცვის უწყების ცნობით, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს საველე მართვის პუნქტში თავდაცვის ძალების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა კახა ტაბატაძემ თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობის ჩართულობის, მათი უშუალო დავალებების, მიზიდული ტექნიკისა და ლოკაციების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. "გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი საძიებო სამუშაოების ადგილზეც იმყოფებოდა, ჯარისკაცებს გაესაუბრა და მათ მადლობა გადაუხადა. ძებნა-შველის სამუშაოებში ჩართული არიან აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობების სამხედრო მოსამსახურეები, საბრძოლო-საინჟინრო ქვედანაყოფები, ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა და ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის 102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონი",- ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)