02:45 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-13 13:59:56, 1154 ნახვა

საზოგადოება
გიორგი ანწუხელიძის წაშლილი სტენდი ისევ გამოჩნდა

საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სტენსილი თბილისის ქუჩებში ისევ გამოჩნდა. სამოქალაქო აქტივისტებმა ეროვნული გმირის გამოსახულება ქუჩებში ისევ დააბრუნეს.

მოძრაობა, "რუსეთი ოკუპანტიას" ცნობით, ანწუხელიძის სტენსილს დასუფთავების სამსახური შლიდა და პოლიცია მათ იცავდა. გვერდი შესაბამის ფოტოსაც ავრცელებს.

"არასოდეს დანებდე" - ეს გიორგი ანწუხელიძის მთავარი დანაბარებია, რომელიც მის სტენსილს თან ახლავს. ნახატი "რუმსის" კედელზე თავად სასტუმროს ადმინისტრაციის ნებართვით იყო დატანილი.

გიორგი ანწუხელიძე იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე, IV ქვეითი ბრიგადის, 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ტყვედ ჩავარდნილი, წამების შემდეგ მოკლეს ოსმა სეპარატისტებმა. გარდაცვალების შემდეგ მიენიჭა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება.


 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics