16:02 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-03 00:43:34, 1246 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული მის მიერ დაარსებული უძრავი ქონების სააგენტოს გამოყენებით, თბილისში ბინის დაგირავების მსურველებს საპროცენტო სარგებლის პირობით სესხებას სთავაზობდა, რის სანაცვლოდაც სასურველი ბინების დაქირავებას და ნასესხები თანხის სარგებლით ბინის ქირის გადახდას ჰპირდებოდა, ხოლო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, დაზარალებულებს თითქოსდა ნასესხებ თანხას დაუბრუნებდა. მეტი დამაჯერებლობისთვის, ბრალდებული მოძიებული ბინების მეპატრონეებთან ქირავნობის ხელშეკრულებებს წერილობით აფორმებდა და მოქალაქეებს არწმუნებდა, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში, ბინაში უპრობლემოდ იცხოვრებდნენ.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული დაზარალებულებს სესხის სანაცვლოდ, უძრავი ქონებით უზრუნველყოფას სთავაზობდა, რა დროსაც ნასესხები თანხით შეძენილი ნაკლები ღირებულების მიწის ნაკვეთებს იყენებდა. დაკავებული მოქალაქეებთან აფორმებდა სესხის, სესხის და იპოთეკის, გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებებს და ამ გზით დაზარალებულების კუთვნილ თანხებს მოტყუებით ეუფლებოდა. აღნიშნული ქმედებით, ბრალდებული მოქალაქეთა  კუთვნილ, დიდი ოდენობით 962 574 ლარს დაეუფლა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა"და "ბ" ქვეპუნქტებით ( თაღლითობა, ჩადენილი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით,  დიდი ოდენობით, 30 ეპიზოდი)  წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად  6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics